|
დასახელება:
სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ადეიშვილის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"ადეიშვილის კლინიკა" აცხადებს სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის ვაკანსიას ქ.ქუთაისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჯავახიშვილის ქ.N 91
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის სისრულის და სიზუსტის უზრუნველყოფა;
** პაციენტებთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია და შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაცია;
** ბილინგის პროგრამულ უზრუნველყოფაში სამედიცინო შემთხვევების დროული და სრულყოფილი ჩანაწერების ასახვა;
** კლინიკაში შემოსული პაციენტების მომსახურების უზრუნველყოფა სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებულ რიგ ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებში;
** კონტროლის განხორციელება სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულესა და ვალიდურობაზე;
** ფინანსური საკითხების შეთანხმება შესაბამის სტრუქტურებთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: სავალდებულოა უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: პრიორიტეტი მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებაში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** აუცილებელი ცოდნა: საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** წესებისა და პროცედურების დაცვა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
"ადეიშვილის კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|