Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=696983&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის მენეჯერი - წეროვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: სპეცკომფორტი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"სპეცკომფორტი" — წამყვანი ქართული კომპანია სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოებაში, 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მუდმივად ზრუნავს პროდუქციის ხარისხის, ინოვაციურობისა და მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლებაზე. სწორედ აქ გეძლევათ შესაძლებლობა, გახდეთ პროფესიონალი გუნდის წევრი და მიიღოთ გამოცდილება სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში. კომპანია ეძებს პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ხარისხის კონტროლის მენეჯერს

სამუშაო გრაფიკი: სრული
დასვენება: შაბათი და კვირა
სამუშაო ადგილი: წეროვანი

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას: 1000 ლარი + ბონუსი
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესში დოზირებების სიზუსტის კონტროლი
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის შემოწმება და შესაბამისობის უზრუნველყოფა
** ნაშთების (ნედლეული / მზა პროდუქცია) კონტროლი და აღრიცხვა
** წარმოებაში ხარჯების, გამოყენებული მასალებისა და რაოდენობების მონიტორინგი
** ფინანსური დეპარტამენტისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება და მიწოდება (ხარჯები, რაოდენობები, ნაშთები და სხვ.)
** ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება
** შიდა კონტროლის პროცედურების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** წარმოებაში ან ხარისხის კონტროლის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** საბაზისო ან საშუალო დონის ანალიტიკური უნარები
** გუნდთან და ფინანსურ დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ელფოსტა: HR@speckomforti.ge
ტელ: +995595950771
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია