|
დასახელება:
ფიტნეს დარბაზის და აუზის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
არტ ჰაუსი
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.
"არტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ფიტნეს დარბაზის და აუზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
მთავარი მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ადმინისტრატორის პოზიციაზე
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@thearthouse.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მისამართი: რუსთაველის 7.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|