|
დასახელება:
რეგიონული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Alcosphere
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
ალკოჰოლის სპეციალიზებული მაღაზიათა ქსელი "ალკოსფერო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 2500 ლარი (ფიქსირებული, ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა მენეჯმენტი და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
** კომპანიის ახალი ფილიალების გახსნის პროცესში ჩართულობა და გახსნის სრული პროცესის სრული მონიტორინგი;
** მაღაზიებში ფიზიკური ვიზიტების განხორციელება;
** სამუშაო პროცესისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** მაღაზიებში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და მათი შესრულების კონტროლი;
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტთან კოორდინაცია თანამშრომლებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** მაღაზიის ახალი თანამშრომლების შერჩევისა და სწავლების პროცესში ჩართულობა;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** მაღაზიების სალარო ოპერაციების მონიტორინგი;
** გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა.
მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება იდენტური მიმართულებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ რეზიუმე მეილზე: hr@kanti.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|