|
დასახელება:
დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
Smile MIX
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
დისტრიბუტორის ვაკანსია ქ. თბილისში.
კომპანია "SMILE MIX" წარმოადგენს ლაქ-საღებავების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც აგრეთვე ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას ქართულ ბაზარზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწონვა და მანქანის დატვირთვა;
** ობიექტების პროდუქციით მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტისგან თანხის ამოღება და მიღებული თანხის სალაროში შეტანა შესაბამის საბუთებთან ერთად;
** მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** C კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: m.tandashvili@smilepaints.com. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|