|
დასახელება:
დამლაგებელი
|
| მომწოდებელი:
Express Capital+
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "express capital +" არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "express capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
"express capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: დამლაგებელი.
მდებარეობა: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 300 ლარი
ძირითადი მოვალეობები: ოფისის დასუფთავება და დღის მანძილზე სისუფთავის შენარჩუნება/კონტროლი;
უნარები:
** სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: express.capital.plus@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დამლაგებელი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|