Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბიზნეს ცენტრი მარჯანიშვილზე
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
"ბიზნეს ცენტრი მარჯანიშვილზე" აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი.
** შესაბამისი გატარებების შესრულება საბუღალტრო პროგრამაში.
** ყოველთვიური და ყოველწლიური წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეულად ცოდნა
** ACCA სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
** საოფისე პროგრამების სრულფასოვნად ცოდნა
** აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცოდნა
** "Oris ბუღალტერიაში", "FINA"-ში, ინფო საწარმოში ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და სწრაფი

სამუშაო დღე: სრულ განაკვეთზე, ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, შაბათი - 12:00-17:00
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით
გამოსაცდელი პერიოდი - 6 თვე (ანაზღაურებადი).

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@epoly.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე