|
დასახელება:
საოპერაციო და კომერციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Trésor Jewellery
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
"ტრესორი" არის სამკაულების მაღაზიათა ქსელი, რომელიც პოზიციონირებს ბაზარზე უკვე ექვსი წელია და წარმოდგენილია 8 ფილიალით საქართველოს მასშტაბით. "ტრესორი" არაერთი საერთაშორისო, ევროპული თუ აზიური ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც გამოირჩევა უნიკალური, დახვეწილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქციით.
კომპანია "ტრესორი" ეძებს გამოცდილ საოპერაციო და კომერციულ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პროცესის გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას, უხელმძღვანელებს კომპანიის ყოველდღიურ ოპერაციებს, განავითარებს ახალ მიმართულებებს და შექმნის ეფექტურ სამუშაო კულტურას.
ეს პოზიცია შესაფერისია ლიდერისთვის, რომელსაც უყვარს დინამიური გარემო, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები და განვითარების მუდმივი ძიება.
პოზიცია ექვემდებარება: გენერალურ დირექტორს
დაქვემდებარებაში ჰყავს: ხარისხის კონტროლის მენეჯერი, ტექნიკური მენეჯერი, გაყიდვების კონსულტანტების გუნდი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N34
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შედეგებზე (KPI);
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტრატეგიული დაგეგმვა - კომპანიის განვითარების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელება
** კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან, ბიზნეს პროცესების ეფექტური დაგეგმვა და შესრულება კომპანიის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, არსებული სამუშაო სისტემების მუდმივი გაუმჯობესება და ეფექტურობის ამაღლება.
** გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება - დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გრაფიკების შედგენა, დავალებების გადანაწილება, საქმიანობის კონტროლი, KPI-ების - შესრულების მაჩვენებლების მონიტორინგი.
** ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია, არაეფექტური ეტაპების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების წინადადებების წარდგენა ეფექტიანობისა და ხარისხის ასამაღლებლად.
** დეპარტამენტთაშორისი კოორდინაცია - გაყიდვების, შესყიდვების, მარკეტინგის, ლოჯისტიკისა და ფინანსების დეპარტამენტებთან ეფექტური კავშირის დამყარება საერთო ბიზნეს მიზნების მისაღწევად. (ფასების, ფასდაკლებების კონტროლი, პრომოაქციების შემუშავება, მარკეტინგულ საკითხებში ჩართულობა და გაყიდვების ზრდაზე მიმართული სხვადასხვა აქტივობების შემუშავება/დანერგვა.)
** პრობლემური სიტუაციების ეფექტური მართვა, კრიზის მენეჯმენტი
** ბაზრის ანალიზი, მომხმარებელთა ქცევისა და კონკრეტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** საცალო ქსელში გაყიდვების ყოველთვიური და წლიური გეგმების დასახვა და შესრულების კონტროლი - KPI კონტროლი
** საცალო მაღაზიების მართვა და კონტროლი, მათ შორის მერჩენდაიზინგი - ვიზუალური სტანდარტების, ვიტრინების გაფორმებისა და ბრენდის იდენტობის დაცვა.
** პრემიუმ ხარისხის სერვისის/მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, მომხმარებელთა კმაყოფილების გაუმჯობესება.
** პერსონალის მუშაობის ზედამხედველობა, მონაწილეობა მათი მოტივაციის განვითარებაში (ტრენინგები, გაყიდვების უნარების გაუმჯობესება).
** თანამშრომლების შერჩევის, ადაპტირებისა და შეფასების პროცესებში აქტიური მონაწილეობა
** პროდუქციის მარაგების სწორი მართვა და მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილება.
** კონკურენტების/ბაზრის კვლევა, მოთხოვნისა და ტენდენციების მიმართულებით; პრაქტიკული წინადადებების შემოტანა გაყიდვების გასაზრდელად.
** ანგარიშგებებისა და ოპერაციული რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მმართველ რგოლში) საოპერაციო ან კომერციული მენეჯერის პოზიციაზე
** საოპერაციო პროცესების მართვისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება
** სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნეს ანალიზის უნარები
** გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) დონეზე ფლობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qbq.info@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "საცალო გაყიდვების ქსელის მენეჯერი".
ვაკანსიის მიღების ბოლო ვადა: 15/02/2026
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|