Робота для біженців з України
შესაწებებელი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესაწებებელი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
შპს. "ქორუგატორი" დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.

შპს "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესაწებებელი დანადგარის ოპერატორი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით შესაწებებელი დანადგარის ეფექტურად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** დანადგარის მუშაობისთვის წინა მოსამზადებელი პროცესების განხორციელება (მასალის მომზადება, განლაგება და ა.შ.)
** წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის და ზომების კონტროლი (წებება, ლამინაცია)
** დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში ხარვეზების დიაგნოსტირება, შეკეთება კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება პრობლემის შესახებ
** სამუშაო ადგილის წესრიგისა და უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწარმო დანადგარზე მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება (კურსი/კოლეჯი/სასწავლებელი)
** სასურველია საბაზისო ტექნიკური და/ან მექანიკური უნარ-ჩვევები

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ორხევი, თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: 22000 ლარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kakuchaiaveriko@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს. "ქორუგატორის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე