|
დასახელება:
საკვეთი დანადგარის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ქორუგატორი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
შპს. "ქორუგატორი" დაარსდა 2015 წელს და წარმოადგენს ერთერთ მოწინავე გოფრირებლი მუყაოს მწარმოებელ კომპანიას. ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია სფეროში მოწინავე კვალიფიცირებული თანამშრომლებით, რომელთა ღირებულებები მკაფიოდ არის თანხვედრაში ხარისხიან სერვისთან. ამჟამად კომპანია თანამშრომლობს 100+ პარტნიორ კომპანიასთან და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უმჯობესდება.
შპს "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საკვეთი დანადგარის ოპერატორი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით საკვეთი დანადგარის ეფექტურად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარის მუშაობისთვის წინა მოსამზადებელი პროცესების განხორციელება (მასალის მომზადება, განლაგება და ა.შ);
** წარმოების პროცესში პროდუქციის ხარისხის და ზომების კონტროლი (ჭრა, ჭრის
სიზუსტე);
** დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში ხარვეზების დიაგნოსტირება, შეკეთება კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება პრობლემის შესახებ;
** სამუშაო ადგილის წესრიგისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკური განათლება (კურსი/კოლეჯი/სასწავლებელი)
** სასურველია საბაზისო ტექნიკური და/ან მექანიკური უნარ-ჩვევები
** შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც
სამუშაო ადგილი: ორხევი, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: kakuchaiaveriko@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წარმატებებს გისურვებთ!
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური
მონაცემები შპს. "ქორუგატორის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|