Робота для біженців з України
რესტორნის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: რესტორანი Cheese Farm
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
რესტორანი "Cheese Farm" - რომელიც ოპერირებს ევროპული სამზარეულოს კონცეფციით და საერთაშორისო ფრანშიზის სტანდარტებით, აცხადებს ვაკანსიას - რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა;
** ფრანშიზის სტანდარტების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი;
** მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ზრუნვა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** თანამშრომლების გრაფიკების გაწერა და კოორდინირება;
** პრობლემური სიტუაციების დროული გადაწყვეტა;
** სალარო ოპერაციების და ანგარიშგების კონტროლი დადგენილი პროცედურების ფარგლებში;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა;
** მენეჯმენტისთვის რეპორტინგის წარმოება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე და სარესტორნო მართვის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ.მისამართზე: hrcheesefarm@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რესტორნის სუპერვაიზერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ყველის ქარხანა 1" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე