|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ინფრაკონ
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
კომპანია "ინფრაკონ" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 3000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვა ოფისიდან;
** მიმდინარე პროექტებისათვის აუცილებელი პერსონალის მოძიება-შერჩევის პროცესში მონაწილეობა. დამკვეთებთან ურთიერთობა და მათთან მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით დეტალების შეთანხმება;
** დაგეგმილი პროექტების მართვა და კონტროლი;
** კომუნიკაცია არქიტექტორთან, კონსტრუქტორთან და პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან;
** რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვა;
** ხარჯების კონტროლი;
** სამუშაოების შესრულების გრაფიკის კონტროლი;
** ფინანსური უწყისების მომზადება;
** ფორმა #2 - მომზადება
** პროექტის სახელფასო და სამივლინებო ხარჯების კონტროლი;
** მასალების ჩამოწერის წარმოება;
** მასალების მიწოდების ორგანიზება ობიექტზე;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება, სამუშაოთა ზედამხედველობის, ხარისხის კონტროლის კუთხით;
** პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასურველია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ. მისამართზე: info@infracon.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროექტების მენეჯერი".
|
|
|
|