|
დასახელება:
ინჟინერ-მშენებელი
|
| მომწოდებელი:
მარტვილავტოგზა
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
საგზაო კომპანია "მარტვილავტოგზა" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის (სამუშაოთა მწარმოებლის) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა ვადების შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური აღრიცხვა და კონტროლი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ტაბელი და სხვა)
** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთა მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;
** მოსალოდნელი გამოწვევების გადაჭრის გზების წინასწარ განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება და კომპანიის ხელმძღვანელებისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების შესწავლა, აღნიშნული დოკუმენტით ხელმძღვანელობა და მისი ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან ტექნიკუმი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** ანალოგიური ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ან დაინტერესების შემთხვევაში კომპანიის ხარჯით მომზადება.
პიროვნული თვისებები:
** სხარტი აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა დღის/კვირის სწორად დაგეგმვა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** საინჟინრო ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე;
სამუშაო ადგილი: ქ.მარტვილი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით, ყველა სამუშაო პირობების უზრუნველყოფით
ასაკი: 40 წლამდე
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV (ქართულ ენაზე) ელფოსტის მისამართზე martvilavtogza@gmail.com
დამატებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე 599 30 35 98
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|