|
დასახელება:
დისტანციური მონიტორინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მიფასი
|
|
გამოქვეყნდა: 26 იანვარი
/ ბოლო ვადა: 26 თებერვალი
|
კომპანიის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.mifasi.ge
Facebook გვერდს: https://www.facebook.com/MIFASI
ჩვენი გუნდი ეძებს დისტანციურ მონიტორინგის სპეციალისტს (კონტროლიორს), რომელიც უზრუნველყოფს პროცესების, დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოების სრულ, ზუსტ და ობიექტურ კონტროლს.
მოვალეობები:
** შიდა პროცესების, ოპერაციების და შესრულებული სამუშაოების სრული და დეტალური შემოწმება;
** კონტროლის დოკუმენტის მიხედვით ყველა ეტაპის ზედმიწევნით გადამოწმება;
** შეცდომების, ხარვეზების და შეუსაბამობების დროული გამოვლენა;
** კონტროლის შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგება;
** პროცესების გამართულ მუშაობაზე მუდმივი მონიტორინგი;
** ნეიტრალური და დამოუკიდებელი პოზიციის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მაღალი აკადემიური მოსწრება (უპირატესობა მიენიჭება "ფრიადოსნის" პრინციპით მოაზროვნე კანდიდატებს);
** დეტალებზე განსაკუთრებული ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნება და სისტემური მიდგომა;
** კონტროლის, აუდიტის ან მონიტორინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** მაქსიმალური პასუხისმგებლობა;
** პრინციპულობა და ობიექტურობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
** კომპანიის შიდა ურთიერთობებში ემოციური და მეგობრული გავლენებისგან დისტანცირება;
** მაღალი შრომის ეთიკა და დისციპლინა.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი-700 ლარი (NET);
** გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mifasitoday@gmail.com-ზე. გთხოვთ, სათაურში (subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|