Робота для біженців з України
Unix/Linux სისტემის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Unix/Linux სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას Unix/Linux სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელმაც ადმინისტრირება უნდა გაუწიოს Unix/Linux სერვერებს, უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა და გამართული მუშაობა

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი სერვერების მახასიათებლების ჩამოყალიბება
** Unix/Linux ოპერაციული სისტემების და მასზე მომუშავე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება
** ოპერაციულ სისტემასთან და სერვისებთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტა
** არსებული სერვერების ოპტიმიზაცია

მოთხოვნები და უნარები:

** სერვერული სისტემების არქიტექტურის ცოდნა
** კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის ცოდნა
** გამოცდილება სერვერების ადმინისტრირებაში
** ვირტუალიზაციის არქიტექტურის და მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა
** შემდეგი სერვისების ადმინისტრირების გამოცდილება: DNS, DHCP, NTP, SNMP, AAA, Diameter
** კომპიუტერული სისტემების და ქსელების აპარატურის მუშაობის პრინციპების და ოქმების მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
** მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
** შემოსული დავალებების დროში ოპტიმალურად განაწილება
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

სამუშაო პირობები:

** მუშაობის მოქნილი გრაფიკი
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - Unix/Linux სისტემის ადმინისტრატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე