Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=696585&print=yes&view=jobs
 
ქსელის ინჟინერი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელის ინჟინერი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინრის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Enterprise დონის LAN/WAN ქსელების ადმინისტრირება და განვითარება
** ქსელური გაუმართაობების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების და კონტროლების მხარდაჭერა ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში.
** ქსელური ინფრასტრუქტურის ადმინისტრირების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სხვადასხვა მწარმოებლის ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** Routing, Switching, TCP/IP, VLAN, Trunking, STP, IPSec, SSL, VPN ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქსელური მონიტორინგის სისტემებთან მუშაობა;
** Cisco-ს სერტიფიკატი (CCNA / CCNP) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** მუშაობის მოქნილი გრაფიკი
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქსელის ინჟინერი/ადმინისტრატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია