Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=696583&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, პროცესების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურების განახლება-დანერგვაში მონაწილეობის მიღება (ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის და NIST კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისად);
** უსაფრთხოების სისტემების დანერგვა/კონფიგურაცია მონიტორინგი (Firewall, WAF, DLP, SIEM, Vulnerability Scanning Tools და სხვა უსაფრთხოების სისტემები);
** ინფორმაციული სისტემური ლოგების, კონფიგურაციული ცვლილებებისა და ქსელური აქტივობის მონიტორინგი;
** IT სისტემების სუსტი მხარეების/გაუმართაობის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და მოგვარების გზების აღმოჩენა მუდმივი მონიტორინგის გზით;
** უსაფრთხოების ტესტირებებში მონაწილეობის მიღება, მონაცემთა დამუშავების ოპერაციების, ოპერატიული სისტემების, ქსელებისა და მათთან დაკავშირებული პროცესებისა და ფუნქციების მონიტორინგი;
** ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიება, მათი გამოსწორება და შესაბამის პირებთან რეპორტინგი;
** მონაწილეობის მიღება შეღწევადობის ტესტირებაში და სუსტი მხარეების აღმოფხვრა;
** ბიზნეს უწყვეტობის გეგმის დანერგვასა და ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების და კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში.
** ინფორმაციული უსაფრთხოების ფრეიმვორკებისა და სტანდარტების ცოდნა;
** ტექნიკური გამოცდილება ქსელების, ოპერაციული სისტემებისა (Windows/Linux) და ვირტუალური ინფრასტრუქტურის მიმართულებით
** SIEM/DLP/WAF/PAM/Vulnerability Management სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (რომელიმესთან მაინც)
** IT უსაფრთხოების მიმართულებით სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება და გუნდთან მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესსა და შეზღუდულ დროში მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** მუშაობის მოქნილი გრაფიკი
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია