Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=696575&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული და კომუნიკაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული და კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჩ ეიჩ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 26 იანვარი / ბოლო ვადა: 04 თებერვალი
"Hisense HVAC"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანია "HH Georgia", ეძებს ენთუზიასტ, ორგანიზებულ და ენერგიულ გუნდის წევრს ადმინისტრაციული და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

"HH Georgia" უკვე 3 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს "Hisense-Hitachi"-ის პრემიუმ გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებს, კერძოდ - VRF/VRV, Chiller, FanCoil, AHU. კომპანია ძირითადად მუშაობს B2B მიმართულებით და აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ქართულ საინჟინრო სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან, რითაც ქმნის პროფესიონალურ, პარტნიორულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

ვებგვერდი: https://www.hisensehvac.com/

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 66ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 18:00 (40 საათი კვირაში)
ანაზღაურება: 1800 ლარიდან (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით)

სამუშაო მოვალეობები:

** კომპანიის შოურუმის საჭიროებების იდენტიფიცირება, ხელმძღვანელისთვის რეპორტინგი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება
** შოურუმის სათანადო მდგომარეობისა და ვიზუალური სტანდარტების კურირება
** შოურუმის დიასახლისის საქმიანობის კონტროლი (ოფისის წესრიგი და სისუფთავე)
** შოურუმისა და ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვა და მართვა
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება (ყავა, ჩაი, წყალი და სხვა)
** Hisense HVAC-ის საერთაშორისო სტუმრების მასპინძლობაში ჩართულობა და ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული დავალებების შესრულება
** შოურუმში ტრენინგებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და ტექნიკური უზრუნველყოფა
** კომპანიის თანამშრომლების სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზება (ავიაბილეთები, სასტუმროები)
** ადმინისტრაციულ და საოპერაციო საკითხებში ხელმძღვანელის მხარდაჭერა
** კოორდინაცია კომპანიის შიდა რგოლებთან (იურისტი, ბუღალტერი, ლოჯისტიკა, საწყობი და სხვა)
** კორესპონდენციის მართვა: სატელეფონო ზარები, ელფოსტა, წერილების გადამისამართება
** კომპანიის მარკეტინგულ და კომერციულ აქტივობებში ჩართულობა
** კომპანიის სოციალური ქსელების (Facebook, LinkedIn და სხვა) ადმინისტრირებაში მონაწილეობა
** სააღრიცხვო პროგრამა Balance-ში ოპერაციების შესრულება (სასურველია)
** კომპანიის შიდა და გარე ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა
** ხელშეკრულებებისა და დოკუმენტების სისტემატიზაცია, რეესტრების წარმოება
** HR პლატფორმის მართვა, თანამშრომელთა სამუშაო დროის კონტროლი და საკადრო საქმის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
** ეფექტური, პროფესიონალური და პრეზენტაბელური კომუნიკაციის უნარი
** გამართული წერითი უნარები
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2+
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სოციალური მედიების მართვის რეალური გამოცდილება
** სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (Balance ან 1C)

მნიშვნელოვანია:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალ დონეზე ორგანიზებულობა
** განვითარების სურვილი და ამბიციურობა
** ინიციატივების ქონა და საკითხების განვითარება-გაუმჯობესებაზე ხედვების გაზიარება ხელმძღვანელებთან.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო ბრენდში
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს
** საერთაშორისო ტრენინგებსა და გამოცდილებას
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** დინამიკურ და პროფესიონალურ გუნდს

განაცხადის გაგზავნა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე:
info@hisense-hvac.ge

Subject-ში მიუთითეთ: ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრაციული და კომუნიკაციების მენეჯერი

რეზიუმეს გადმოგზავნა შეგიძლიათ 2026 წლის 4 თებერვლის ჩათვლით.

შემოუერთდით Hisense HVAC-ის გუნდს და გახდით საერთაშორისო ბრენდის განვითარების ნაწილი საქართველოში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია