Робота для біженців з України
ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
"ორკინი საქართველო" კარიერის შესაქმნელად გეპატიჟებათ ახალ დარგში - კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში, ბილინგისა და დებიტორების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.

"ორკინი საქართველო" (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

საქართველოში კომპანია საქმიანობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ემსახურება კვებისა და სასმელის წარმოების ობიექტებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, საავადმყოფოებს, სასტუმროებსა და რესტორნებს, საწყობებს, კომერციულ და საცხოვრებელ უძრავ ქონებას, უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ხარისხსა და ოპერაციულ ეფექტიანობას.

პირობები და სხვა დეტალები:

** გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
** ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით
სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობები:
** დამკვეთებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და დანართების შემოსავლის დარიცხვის ბაზასთან შედარება და აღრიცხვა; შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის;.
** რს-ზე დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
** გამონაკლისი დამკვეთებისთვის მომსახურების ანგარიშ-ფაქტურის მომზადება და ატვირთვა; საჭიროების მიხედვით ინვოისის ხელით გენერირება და იმეილზე გაგზავნა;
** ბუღალტერიისგან ავანსებზე ინფორმაციის მიღება შემოწმება და დამკვეთებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დებიტორებთან პერიოდულად შედარება და შესაბამისი აქტების გაფორმება.
** ბუღალტერიისგან თვის რეალიზაციის ფაილების მიღება, RS-თან დადარება და პროგრამულად გატარებული დარიცხვების დადასტურება.
** ყოველდღიურად ბალანსის პროგრამაში საბანკო ამონაწერის გატარება;
** დებიტორული დავალიანებებისა და ვადების ბაზის მართვა, განახლება და მენეჯმენტისთვის/ შესაბამისი სამსახურისთვის რეპორტების მომზადება;
** საინვოისე საკონტაქტო ბაზის მუდმივი განახლება და ბუღალტერიისთვის გაზიარება;
** კომპანიის ტელეფონზე შემომავალი დებიტორებთან დაკავშირებული ზარების კონტროლი და პროგრამულად თვის დათქმულ თარიღებში დამკვეთებთან დებიტორული დავალიანების ვადის შესაბამისი მეილების გაგზავნა;
** აღსრულებაში გადასაცემი დებიტორების სიისა და დოკუმენტაციის მომზადება, იურიდიულ კომპანიასთან გადაგზავნა და პროცესის მონიტორინგი;
** ხარვეზიანი ხელშეკრულებების და დანართების აღრიცხვა, კონტროლი და გასწორებული დოკუმენტაციის მოთხოვნა;
** ბექ-ოფისის კადრების დრო და დრო დახმარება და ჩანაცვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** სასურველია, ჰქონდეს პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, ჰქონდეს Rs.Ge-თან მუშაობის გამოცდილება;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების: Word, PowerPoint, Outlook-ის სათანადო ცოდნა.

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
** გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
** კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა.
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და შეეძლოს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ინიციატივა, გააჩნდეს დროის განცდის უნარი და ჰქონდეს სურვილი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში და ამოცანები შეასრულოს დადგენილ ვადებში.
** მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული. არ დაიზაროს დეტალებში ჩაძიება და რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge.

გთხოვთ, subjec-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე