|
დასახელება:
ტურების გამყოლი - Inbound ტურიზმი
|
| მომწოდებელი:
de Medici Travel
|
|
გამოქვეყნდა: 24 იანვარი
/ ბოლო ვადა: 24 თებერვალი
|
"de Medici Travel" აცხადებს ვაკანსიას ტურების გამყოლის (Inbound ტურიზმი) პოზიციაზე.
გამოცდილება სავალდებულო არ არის, ტრენინგი და გადამზადება ჩატარდება თბილისში.
ლოკაცია: თბილისი,
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი:
** პირველი თვე (გამოსაცდელი) - 900 ₾
** მეორე და მესამე თვე - 1200 ₾ + ბონუსი
** მე-4 თვიდან - 1500 ₾ + ბონუსი
** 1 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ - 2000 ₾ + ბონუსი
ტრენინგი:
ხანგრძლივობა - 5 სამუშაო შეხვედრა
მოიცავს როგორც თეორიას, ასევე პრაქტიკას
ჩვენს შესახებ
კომპანია "de Medici Travel" წარმოადგენს საერთაშორისო ტურისტული ჰოლდინგის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც ემსახურება ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კავკასიის ფილიალი ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული სტუმრის მიმართ.
ძირითადი მოვალეობები:
** ტურისტების თანხლება სხვადასხვა ტურებზე თბილისში და საქართველოს რეგიონებში;
** საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის (სასწავლო მასალებსა და პროფესიულ ტრენინგს უზრუნველყოფს კომპანია);
** მცირე ტურისტული ჯგუფების ორგანიზება და ეფექტური კომუნიკაცია ჯგუფის წევრებთან;
** სტუმრების დახვედრა და გაცილება შეთანხმებული პროგრამის შესაბამისად;
** პოზიტიური, მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნა ტურების განმავლობაში.
მოთხოვნები:
** ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა (ორივე ენის ცოდნა სავალდებულო არ არის);
** მაღალი კომუნიკაციის უნარი და სტუმართმოყვარეობა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და შედეგზე ორიენტირებული, მაღალი საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრენინგები და უწყვეტი პროფესიული განვითარება;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობა;
** მოგზაურობა და მრავალფეროვან, საინტერესო ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა.
როგორ შემოგვიერთდე
გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: info@demedici-group.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "ტურების გამყოლი" და სურვილის შემთხვევაში მოგვიყევი მეტი შენს შესახებ.
|
|
|
|