Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=696488&print=yes&view=jobs
 
მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 24 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
შპს "თერმოინდუსტრია" — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გ. ამილახვარის ქ. #1.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება:

გამოსაცდელი ვადის პერიოდში (6 თვე) - 800 ლარი (ნეტი);
გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ: 1000 ლარი (ნეტი)

გრაფიკი:

** კვირაში 40 საათი
** სამუშაო დღეები: 6 დღე
** ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00
** შაბათი ან კვირა: 10:00 - 16:00

კომპანია უზრუნველყოფს:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ფილიალში შემოსული კლიენტების დახვედრა და პირველადი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან/თანამშრომელთან გადამისამართება;
** დაინტერესებული პირებისთვის პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
** ფილიალში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და პროფესიული, თავაზიანი უკუკავშირის უზრუნველყოფა;
** რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების ეფექტურად გადაწყვეტა;
** კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაციის მონიტორინგი (Follow-up);
** გაყიდვების გუნდისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად (კომპეტენციის ფარგლებში);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (გამართული მეტყველება);
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია (სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.

როგორ შევიტანოთ განაცხადი:

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com და Subject-ში მიუთითეთ: მითერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 23 თებერვალი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია