|
დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მეგატექნიკა
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"მეგატექნიკა" უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე.
"მეგატექნიკას" ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, AEG, Philips, Delonghi და სხვა
"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 / 13:00-22:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.megatechnica.ge
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგი, გრაფიკების ოპტიმალური დაგეგმვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და საჭიროებისამებრ შეკვეთების გაფორმება;
** სალარო ოპერაციების მართვა, პროგრამული მონაცემების ყოველდღიური შემოწმება და ინვენტარიზაციის პროცესის ზედამხედველობა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა და მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესის მართვა (მათ შორის, ნივთის გაცვლა-დაბრუნების პროცედურები);
** ფილიალში წესრიგის, უსაფრთხოებისა და ქონების დაცულობის უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მართვა ან ეკონომიკა);
** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერულ ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
** MS Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასაწყობე და სალარო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
** ლიდერული თვისებები და გუნდის მოტივირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეგიძლიათ მიუთითოთ ფიქსირებული + ბონუსი).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი".
"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს.
გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამოელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძეკდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge
პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
|
|
|
|