|
დასახელება:
ინგლისურენოვანი ტუროპერატორი
|
| მომწოდებელი:
დილა პლუსი
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"დილა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი ტუროპერატორის პოზიციაზე.
კომპანია "დილა პლუსი" აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან დაუვიწყარ ტურებს საქართველოს, სასომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:30-19:00; შაბათი - 12:00-16:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულთნიშანის 11.
ანაზღაურება: 1600-1900 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტურისტული პაკეტების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შემუშავება პარტნიორ კომპანიებთან შეთანხმებით;
** ტურის კოორდინაცია როგორც ოფისში ასევე ადგილზე — პროცესის სრული მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე;
** ტურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და დეტალური კომუნიკაცია მომწოდებლებთან — სასტუმროები, გიდები, მძღოლები, რესტორნები და სხვა პარტნიორები;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მათ შორის ახალ სასტუმროებთან და რესტორნებთან) საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** მჭიდრო კავშირი როგორც ოპერაციების გუნდთან ასევე ფინანსურ დეპარტამენტთან;
** ტურის მსვლელობისას სერვისის ხარისხის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.
საჭირო პროფესიული/პიროვნული უნარები:
** საქართველოს ტურისტული ლოკაციებისა და რეგიონების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის მაღალი უნარი (Microsoft Office);
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძლიერი მოლაპარაკების, კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელური, ღია და გუნდის წევრებზე ორიენტირებული;
** ნებისმიერი გამოცდილებით ტურიზმის სფეროში (გიდად, ტურ-მენეჯერად ან პროდუქტის მენეჯერად), ოფისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კონკურენტული ანაზღაურება შედეგებზე ორიენტირებული ზრდის შესაძლებლობით (საკმაოდ მაღალი);
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა;
** გუნდური აქტივობები და თანამშრომლობის ხელშემწყობი გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: office@dilaplus.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|