Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=696315&print=yes&view=jobs
 
საავიაციო უსაფრთხოების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საავიაციო უსაფრთხოების აგენტი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 23 თებერვალი
ს.ს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საავიაციო უსაფრთხოების აგენტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში.

კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, საქმიანობს შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, თანამშრომლობს პარტნიორებთან "დსთ" და "გალფის" ქვეყნებში, მუშაობს B2B მიმართულებით და სთავაზობს საქართველოს სტუმრებს ქვეყნის შიდა ტურებს. კომპანია აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს და ოპერირებს თბილისსა და ბათუმში.

პოზიციის მიზანი:

საავიაციო უსაფრთხოების აგენტი ჩართული იქნება ავიახაზის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისი შიდა რეგულაციების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მგზავრების შემოწმება რეგისტრაციის (Check-in) ზონაში
** ბარგის შემოწმება დადგენილი წესებისა და პროცედურების მიხედვით
** უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება აეროპორტის სხვადასხვა ზონაში
** ავიაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი)
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე (სავალდებულო)
** სპეციალური მოთხოვნები (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე):
** ფერების გარჩევის უნარი
** მზადყოფნა ინტენსიურ და ცვლად სამუშაო გრაფიკზე
** მაღალი პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა
** მზადყოფნა სამსახურებრივი მივლინებებისთვის

ანაზღაურება:

** კონკურენტული საათობრივი ანაზღაურება (მზარდი კვალიფიკაციის მატებასთან ერთად)
** ზეგანაკვეთური ანაზღაურება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად
** დანამატები სპეციალური კვალიფიკაციების შემთხვევაში

დამატებითი პირობები:

** პროფესიული სასწავლო კურსი ისრაელში (2 კვირა)
** სამუშაო ფორმით უზრუნველყოფა

სავალდებულო დოკუმენტები:

** ნასამართლეობის ცნობა
** ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი (ღირებულებას სრულად ფარავს კომპანია)
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა კვალიფიკაციის ზრდასთან ერთად

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (გადაადგილება უზრუნველყოფილია Pick-up წერტილიდან)
სამუშაო გრაფიკი: დინამიური, დილის/ღამის ცვლები (ფრენების განრიგის შესაბამისად)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hr@gdm.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ: "საავიაციო უსაფრთხოების აგენტი თბილისში"

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია