|
დასახელება:
სტაჟირება მულტიმედია ჟურნალისტიკის მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
პალიტრანიუსი
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
"პალიტრანიუსი" აცხადებს სტაჟირებას მულტიმედია ჟურნალისტიკის მიმართულებით.
სტაჟირების განმავლობაში შეისწავლით:
** მულტიმედია ჟურნალისტიკის საფუძვლებსა და პრაქტიკას;
** ვიდეომონტაჟის ძირითად პრინციპებს;
** ვიდეოგადაღების პროცესს (კამერასთან მუშაობა, კადრის დაგეგმვა)
** ტელევიზიის შიდა სამუშაო პროცესებს;
** მულტიმედიური ჟურნალისტური კონტენტის შექმნას;
** სატელევიზიო გუნდთან თანამშრომლობას და რეალურ პროექტებში მონაწილეობას;
** კონტენტის მომზადებას ტელევიზიისა და ციფრული პლატფორმებისთვის;
ვის ვეძებთ:
** მულტიმედია ჟურნალისტიკითა და ტელევიზიით დაინტერესებულ ადამიანებს;
** დამწყებებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება მედიაში;
** მოტივირებულ, პასუხისმგებლობის მქონე და კომუნიკაბელურ კანდიდატებს;
** ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გუნდში მუშაობა და სწრაფად სწავლა;
** წინასწარი გამოცდილება სავალდებულო არ არის;
სტაჟირების ხანგრძლივობა 3 თვე;
გრაფიკი: სრული;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 23 თებერვალი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|