|
დასახელება:
HR ჯენერალისტი
|
| მომწოდებელი:
One Point
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 23 თებერვალი
|
HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" პარტნიორი ორგანიზაციისთვის აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** HR ადმინისტრირების მართვა;
** თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების პროცესის მართვა;
** შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
** მენეჯერებისა და თანამშრომლების მხარდაჭერა ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში;
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
** კომპანიაში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის/ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საკანონმდებლო აქტების ცოდნა (საქართველოს შრომის კოდექსი; კანონი პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ; ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის და მისი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები; შრომის სხვა მარეგულირებელი დოკუმენტაცია)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: vkakuchaia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|