|
დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სტუდია 9
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"სტუდია 9" წარმოადგენს არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც წარმატებით საქმიანობს საქართველოში 2012 წლიდან არქიტექტურის, ქალაქგეგმარების, ინტერიერის დიზაინის მიმართულებით.
კომპანიის ვებგვერდი: http://www.studio9.ge/
"სტუდია 9" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
** პრეზენტაციების მომზადება, მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა და იმპლემენტაციაში მონაწილეობა;
** საკომუნიკაციო კონტენტის მომზადებაში ჩართულობა/კოორდინირება (არქიტექტურული პროექტები, კონკურსები, გამოფენები);
** კომპანიის ვებსაიტის ადმინისტრირება;
** მარკეტინგული მასალების მომზადების პროცესის კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი;
** სააგენტოებთან, დიზაინერებთან, ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან და სხვა მომწოდებლებთან ოპერაციული კომუნიკაცია;
** საერთაშორისო და ლოკალური არქიტექტურული კონკურსების საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობა (მასალების მომზადება, ვადების და მოთხოვნების კონტროლი);
** მარკეტინგული ღონისძიებებისა და გამოფენების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა (კომუნიკაცია, მასალები, მედია მხარდაჭერა);
** ბაზრის, კონკურენტებისა და ინდუსტრიული ტრენდების მონიტორინგი (არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში);
** განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** შიდა გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია მარკეტინგული ამოცანების შესრულების მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@studio9.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|