|
დასახელება:
ბიზნესის სკოლის დეკანი
|
| მომწოდებელი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნესის სკოლის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;
** საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარება;
** აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მართვა, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** სასწავლო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** სტუდენტთა აკადემიური გარემოს გაუმჯობესება და მხარდაჭერა;
** კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარება;
** აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** უნივერსიტეტის შიდა წესდებებისა და პოლიტიკების შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამისი მიმართულებით;
** სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება განათლების სფეროში (მინიმუმ 2 წლიანი ხელმძღვანელობითი გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2+ დონეზე;
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
** უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა;
** ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულმა პირებმა 10 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|