|
დასახელება:
მგზავრთა მომსახურების ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
აერო ჰენდლინგ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2023 წელს, აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს.
"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში მგზავრთა მომსახურების სამსახურში მგზავრთა მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე სამუშაოდ.
ჩვენ გთავაზობთ:
** შრომის ანაზღაურება, კვალიფიკაციის შესაბამისად, 1000 ლარიდან 1400 ლარამდე (NET);
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.
სამუშაო საათები: დინამიური, 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღისა და ღამის ცვლა);
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრთა მომსახურება; აეროპორტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაადგილების უზრუნველყოფა ეტლით (wheelchair);
** მგზავრების დახვედრა ტერმინალში, რეგისტრაციის ზონაში, გეითთან ან ჩამოფრენისას;
** რეგისტრაციის ზონის მოწესრიგება მგზავრთა მომსახურების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
** რეგისტრაციის დროს მგზავრთა დახმარება საჭიროებისამებრ; მგზავრთა ინფორმირება პროცედურების შესახებ;
** საჭირო დოკუმენტაციის, ეტიკეტებისა და ინვენტარის მზადყოფნის უზრუნველყოფა;
** საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების ორგანიზებულად და დროულად გაცილება შესაბამის გეითამდე;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@ahgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|