Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=696119&print=yes&view=jobs
 
HR ადმინისტრირების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრირების კოორდინატორი
მომწოდებელი: აერო ჰენდლინგ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" საჰაერო ხომალდების მიწისზედა მომსახურების პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2023 წელს, აერთიანებს 200-ზე მეტ თანამშრომელს და წარმატებულად ემსახურება ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს.

"აერო ჰენდლინგ ჯორჯია" გიწვევთ გუნდში HR ადმინისტრირების კოორდინატორის პოზიციაზე სამუშაოდ.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება, კვალიფიკაციის შესაბამისად;
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველა სახის სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება და შემდგომი პროცესის ადმინისტრირება;
** თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში პიროვნებისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ნებართვის/საშვების მიღების სრული პროცესის ორგანიზება;
** SELF HR-ის პროგრამის ადმინისტრირება და მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან (MS Word, Excel, PowerPoint და სხვ.) მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია SELF HR-ში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: Hr@ahgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "აერო ჰენდლინგ ჯორჯია"-ს უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია