|
დასახელება:
ელ. კომერციის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯეოტეკ დისტრიბუცია
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია", მსოფლიო ბრენდების (Dyson, Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტრონულ პლატფორმაზე გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, პრომო და გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა, მონიტორინგი და ანალიტიკა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
** ვებ-ადმინისტრატორის საქმიანობის მართვა (პროდუქტების განთავსება და აღწერა);
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციასთან და აღწერასთან დაკავშირებით ბრენდებთან კომუნიკაცია;
** ელექტრონულ პლატფორმაზე შემოსული შეკვეთების, მარაგებისა და გაყიდვების სრული პროცესის მართვა (მომხმარებელთან, საკურიერო კომპანიებთან და საწყობთან კომუნიკაცია);
** უკან დასაბრუნებელ პროდუქციასთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის მართვა;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად ელექტრონული პლატფორმის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** ბაზრის, კონკურენტი კომპანიების და ახალი პროდუქტების კვლევა და ანალიზი;
** პლატფორმის გამართული მუშაობისთვის ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობა;
** ბიუჯეტის და ხარჯების მონიტორინგი და კონტროლი;
** რეპორტინგის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ელ.კომერციის მიმართულებით 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Excel-ის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა;
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, სააკაძის დაღმართი 8;
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი;
შერჩევის ფორმა: გასაუბრება;
ანაზღაურება: ფიქსირებული.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "ელ.კომერციის მენეჯერი".
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
*აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|