Робота для біженців з України
რისკების პრევენციის ოფიცერი/რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რისკების პრევენციის ოფიცერი/რეცეფციონისტი
მომწოდებელი: ვეზირი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
შპს "ვეზირი" იწყებს კადრის შერჩევას რისკების პრევენციის ოფიცერი/რეცეფციონისტის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.

ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31.01.2026
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01.02.2026
ექვემდებარება: რისკების პრევენციის სერვისის მენეჯერს
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A
თანამდებობის ზოგადი მიზანია: თანამდებობის მიზანია რისკების პრევენციის სერვისის ადმინისტრაციული დახმარება დამკვეთის ობიექტზე და SOCAR Midstream-ის სათაო ოფისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და შესყიდვების საკითხებში;
** სხვადასხვა ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის სამუშაო კალენდრის წარმოება, რაც მოიცავს შეხვედრებისა და მივლინებების დაგეგმვას და სხვა.
** შეხვედრების ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების წარმოება. შეხვედრის დღის წესრიგის, მასალების მომზადებასა და განაწილებაში დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში წერილების და სხვა დოკუმენტების შედგენა და გაგზავნა.
** ბაზების მართვა, ინფორმაციის/მონაცემებისათვის თვალყურის დევნება.
** ინვენტარის მარაგების მართვა, მათი რაოდენობის კრიტიკული დონის მონიტორინგი (ბეიჯები, წებოვანი ლუქები, პლასტიკური ლუქები, კარტრიჯები, ინდივიდუალური საავარიო ულუფა/სურსათის ხელშეუხებელი მარაგი და სხვა);
** საჭიროების შემთხვევაში ოფისის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** უსაფრთხოების სამეთვალყურეო სისტემის ტესტირებასთან დაკავშირებული გადაუდებელი საკითხის კოორდინაცია.
** გადაუდებელი შემთხვევების მყისიერი კოორდინირება, სწრაფი რეაგირება სისტემის გამართულად მუშაობისთვის;
** კომპანიის მხარდაჭერა ბეჯების გაცემის პროცესში;
** საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება სატელეფონო ზარებსა და ვიზიტორებთან შეხვედრაზე. ასევე, სხვადასხვა დოკუმენტაციასა და საფოსტო შეტყობინებებზე;
** დეპარტამენტის მიერ დაკისრებული სხვა დამატებითი და/ან ალტერნატიული მოვალეობების ფართო სპექტრის რეგულარულად შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Windows, MS Office აპლიკაციები - Word, Excel, Access Outlook);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა B2 დონეზე;
** წერის, რედაქტირებისა და ზეპირი კომუნიკაციის გამართული უნარები
** (როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე);
** მაღალი დისციპლინა, პუნქტუალურობა და მინიმალური მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** მულტიდისციპლინურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;

სპეციფიკური ორგანიზაციული ცოდნა: უპირატესობად ჩაითვლება უშიშროებისა და უსაფრთხოების მიმართულებით ან რისკების შეფასების და მართვის ტრენინგები;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: თვიური ხელზე მისაღები ანაზღაურება 1800 ლარი;
** ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა, საოჯახო პაკეტი - საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
** სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, იალბუზის ქუჩა #14
** ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი 6 თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება (პროექტის ვადის გათვალისწინებით), შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.
** მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად).
** შეზღუდვები: კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად, კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი.

დასაქმებულის უფლებები:

შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე