Робота для біженців з України
ენდოკრინოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ენდოკრინოლოგი
მომწოდებელი: ორგანიკალი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
ბრენდი "ორგანიკალი" ხსნის ინოვაციურ ბავშვთა სიმაღლეში ზრდის ცენტრს და ეძებს ენდოკრინოლოგ პარტნიორს, რომელიც არა მხოლოდ გაუძღვება ცენტრის სამედიცინო მიმართულებას, არამედ მონაწილეობას მიიღებს პროგრამის შექმნასა და განვითარებაში.

პოზიციის მიზანი:

მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინდივიდუალურად მორგებული სიმაღლეში ზრდის პროგრამის შექმნა და განხორციელება ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ძირითადი მოვალეობები

** ბავშვებისა და მოზარდების მიღება, ანამნეზის შეკრება და კლინიკური შეფასება
** ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დანიშვნა და შედეგების ანალიზი
** ინდივიდუალური ზრდის პროგრამის შედგენა, რომელიც მოიცავს:
** კვების რაციონის დაგეგმვას
** საკვები დანამატების დანიშვნას (კლინიკური საჭიროებების მიხედვით)
** ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშების რეკომენდაციებს
** ზრდის დინამიკის, ჰორმონალური მაჩვენებლებისა და საერთო პროგრესის მონიტორინგი
** ცენტრის სამედიცინო სტანდარტებისა და პროტოკოლების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა
** გუნდთან თანამშრომლობა (დიეტოლოგი, ტრენერი, ლაბორატორია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ენდოკრინოლოგიის სპეციალიზაცია (ბავშვთა ენდოკრინოლოგია ჩაითვლება უპირატესობად)
** ბავშვთა ზრდისა და განვითარების საკითხებში პრაქტიკული გამოცდილება
** თანამედროვე გაიდლაინებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის ცოდნა
** სისტემური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ინტერესის ქონა ინოვაციური, პრევენციული და ინტეგრირებული მიდგომების მიმართ

რას გთავაზობთ

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** პროფესიულ ზრდასა და განვითარებას სწრაფად მზარდ პროექტში
** რეალურ გავლენას ბავშვთა ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე
** მეწილე-პარტნიორობის შესაძლებლობას (ინტერესისა და ჩართულობის მიხედვით)
** ძლიერ ბრენდთან თანამშრომლობას და სტრატეგიულ მხარდაჭერას

თუ გსურთ იყოთ ცენტრის ხელმძღვანელი სპეციალისტი და თანამონაწილე პროექტში, რომელიც საქართველოში ბავშვთა ზრდის სფეროში ახალ სტანდარტს შექმნის, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: info@organical.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე