Робота для біженців з України
ავტოპარკის მართვისა და რეალიზაციის კოორდინატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მართვისა და რეალიზაციის კოორდინატორი
მომწოდებელი: IndigoCars
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
Indigo Cars საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილებით უზრუნველყოფს ავტომობილების აშშ-ში შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოში, ევროპასა და აზიაში.

Indigo Cars წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს და მომხმარებელს სთავაზობს სანდო, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ჩვენი გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და მიწოდების სრულ პროცესს მართავენ.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ხოლო რეგიონალური ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, გორში, მარნეულში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

Indigo Cars მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული - ვნერგავთ მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ინოვაციურ მომსახურების სერვისებს და ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს.

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მართვისა და რეალიზაციის კოორდინატორის პოზიციაზე რუსთავში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სამუშაო ადგილი: რუსთავი;
** ორშაბათი-პარასკევი 11:00 - 18:00 საათი ;
** შაბათი: 11:00-16:00 საათი;
** ანაზღაურება : 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი ;

ძირითადი მოვალეობები:

** ლოჯისტიკის მართვა: ავტომობილების ტრანსპორტირების დაორგანიზება ფოთიდან რუსთავის სადგომამდე;
** მიღება და აღრიცხვა: ავტომობილების დახვედრა, ვიზუალური დათვალიერება/დასურათება და მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა;
** ავტო სადგომზე არსებული ავტომობილების ვადების მონიტორინგი (დატერმინალება, საბაჟო რეჟიმები);
** რეალიზაციის ხელშეწყობა: ავტომობილების მომზადება გასაყიდად, განცხადებების განთავსება სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებზე;
** კომუნიკაცია: აქტიური კავშირი გაყიდვების კონსულტანტებთან, დილერებთან და პოტენციურ მყიდველებთან;
** გაყიდვების ადმინისტრირება: ნასყიდობის საბუთების მოწესრიგება და გადახდების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** რუსული ენის ცონდა (სავალდებულოა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ავტოინდუსტრიაში);
** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.

ბენეფიტები:

** ჯამრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე