Робота для біженців з України
მძღოლი საკუთარი მსუბუქი ავტომობილით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი საკუთარი მსუბუქი ავტომობილით
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, მძღოლის პოზიციაზე საკუთარი მსუბუქი ავტომობილით.

ანაზღაურება:

** 1400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)
** მანქანის ცვეთის თანხა (ანაზღაურდება სამ თვეში ერთხელ)
** საწვავს უზრუნველყოფს კომპანია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
** აუცილებელია მძღოლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები: ბინაზე გამოძახებისას, ფლებოტომისტების ტრანსპორტირება მითითებულ მისამართზე;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** მოწესრიგებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ადგილობრივ და გასაგზავნ კვლევებზე ფასდაკლებას როგორც თანამშრომლისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის
** სურვილის შემთხვევაში უცხო ენის (ინგლისურის) შესწავლას
** Fit-pass

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე