Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=696036&print=yes&view=jobs
 
ვიდეო-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო-ოპერატორი
მომწოდებელი: Studio 9:16
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
"Studio 9:16" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ: Studio 9:16 არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენს.

საქართველოს ბანკი, ALTA, 22 გრადუსი, 105, Biletebi.ge — ეს იმ არხების მცირე ჩამონათვალია, რომელთა TikTok კონტენტს Studio 9:16 ქმნის. ჩვენი გუნდი ფართოვდება და ვეძებთ ოპერატორს, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტები ხარისხი და კრეატიულობაა.

ვეძებთ ვიდეო-ოპერატორს რომელიც:

** ცხოვრობს შორთ-ფორმ კონტენტით — აინტერესებს, რა მუშაობს TikTok-ზე და იცის, როგორ მოიფიქროს, გადაიღოს და სწრაფად შეკრას ვიდეო.
** შეუძლია დინამიურ და შემოქმედებით გარემოში მუშაობა და უმი იდეების ვიზუალურად მიმზიდველ "შორთებად" ქცევა.
** აქვს კომერციულ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილება. შეუძლია შედარებით სტანდარტული და მოსაწყენი თემაც კი სახალისო და ჩამთრევ ფორმატად აქციოს.
** აქვს ჩამოყალიბებული ვიზუალური გემოვნება — ხედავს კადრს, სინათლეს და მოძრაობას ისე, რომ მისი პატარა ვიდეოც კი ამბავს ყვება .
** ინტერესდება ტიკტოკის ტრენდებით და ხვდება, როგორ მოარგოს ის კონკრეტულ ბრენდს, მის მარკეტინგულ მიზანს ან უბრალოდ გარკვეულ ამბავს.
** და უბრალოდ უყვარს გადაღება —კამერა მისთვის არის ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერი იდეის გაცოცხლებაა შესაძლებელი.

რას გთავაზობთ:

** შენს გადაღებულ ვიდეოებს ნახავს ასიათასობით მაყურებელი.
** იმუშავებ ენერგიულ და პროფესიონალ გუნდთან, სადაც იდეები სწრაფად იქცევა რეალობად.
** სივრცეს იდეებისთვის — შეგიძლია შემოიტანო შენი ხედვა, სცადო ახალი ფორმატი და რეალურად იქონიო გავლენა კონტენტზე.
** შესაძლებლობას გაიზარდო, როგორც ოპერატორი, ისე კონტენტ-კრეატორი

რას მოველით შენგან:

** შორთ-ფორმ ვიდეოებზე მუშაობის გამოცდილებას (TikTok, Reels, Shorts).
** გადაღების ტექნიკურ ცოდნას (კამერა, ტელეფონი, სინათლე, ხმა).
** სწრაფად აზროვნებას და ადაპტაციას.
** კადრის დანახვას, როგორც სეტზე, ისევე გარეთ
** ინიციატივას და სურვილის, განვითარდე Short-Form კონტენტ ინდუსტრიაში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** ანაზღაურება: 1500-2500 (ხელზე ასაღები)

განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://forms.gle/bDnLgm8zRKvU2Mdb7
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია