|
დასახელება:
პრეზიდენტის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** უნივერსიტეტის პრეზიდენტის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** უნივერსიტეტის პრეზიდენტის შეხვედრების, ოფიციალური ვიზიტების, ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
** უნივერსიტეტის პრეზიდენტის შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია;
** ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება და კონტროლი;
** უნივერსიტეტის პრეზიდენტის დავალებების შესრულების მონიტორინგი;
** შეხვედრებზე დასწრება და ოქმების წარმოება;
** ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და უნივერსიტეტის პრეზიდენტისთვის წარდგენა;
** უნივერსიტეტის პრეზიდენტის სამუშაო კალენდრის მართვა;
** უნივერსიტეტში მოქმედი ელექტრონული სისტემების გამოყენება;
** პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** გამოცდილება: 7 წელი უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) C1 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროექტების მართვის გამოცდილება
** უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა;
კომპეტენცია და უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ინფორმაციის გაზიარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა 10 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|