Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამეცნიერო საპროექტო ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შპს "სამეცნიერო საპროექტო ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი)
** შესყიდვების ან ტენდერებზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა
** SPA პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება
** სატენდერო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული უნარები (MS Word, Excel და ა.შ)
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა

ძირითადი მოვალეობები:

** სახელმწიფო და კერძო ტენდერების (SPA, e-procurement, სხვა პლატფორმები) მონიტორინგი
** შესაბამისი ტენდერების შერჩევა კომპანიის პროფილის მიხედვით
** სატენდერო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა და ანალიზი
** სატენდერო წინადადებების მომზადება (ტექნიკური, კომერციული და ადმინისტრაციული ნაწილი)
** მოთხოვნილი დოკუმენტაციის შეგროვება, მომზადება და ატვირთვა
** ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა და ვადების კონტროლი
** კომუნიკაცია შემკვეთ ორგანიზაციებთან და შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან
** ტენდერებთან დაკავშირებული რისკების შეფასება
** ტენდერების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება
** სატენდერო არქივის წარმოება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info@icm.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე