|
დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
IN Logistics
|
|
გამოქვეყნდა: 22 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
კომპანია "IN Logistics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და კონტაქტების დამყარება
** ცივი ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან
** კლიენტების ბაზის შექმნა, განახლება და მართვა
** ბაზრის კვლევა და ინფორმაციის მოპოვება კონკურენტების შესახებ
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება
** კლიენტებთან კომუნიკაციის ისტორიის დაფიქსირება
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და შიდა კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (განსაკუთრებით ცივი ზარების განხორციელებაში)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა მინიმუმ B1 დონეზე
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და დამარწმუნებელი საუბრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებას 1300-1800 ლარი (ფიქსირებული + მკაფიო საბონუსე სისტემა)
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელფოსტაზე: n.phirtskhalashvili@gmail.com ან დაგვიკავშირდთ ნომერზე: +995 591 400108.
|
|
|
|