Робота для біженців з України
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: შავნაბადა
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია შავნაბადა, აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე (ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Word ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაღში ბავშვების მიღების პროცესში ბავშვის განვითარების შეფასება და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად ასაკობრივი ჯგუფების დაკომპლექტება;
** საკლასო აქტივობების და თამაშის პროცესში ქცევითი ან განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით ბავშვის ქცევაზე დაკვირვება;
** ასაკის შესაბამისი სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და დაკვირვებით აღსაზრდელთა ემოციური, კოგნიტური, სოციალური განვითარების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შეფასება;
** გამოკვეთილ სირთულეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართება;
** ემოციურ ან ქცევით გამოწვევებთან დაკავშირებით ბავშვთა ინდივიდუალური ან ჯგუფური კონსულტაცია;
** სპეციალური საჭიროებების და განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობის მხარდაჭერა;
** ბავშვთა ბაღთან ადაპტირების პროცესის მართვა;
** ეთანამშრომლოს მასწავლებლებს საკლასო ქცევის მართვის სტრატეგიების შემუშავებისთვის;
** შეხვდეს მშობლებს და ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელ პირებს ბავშვის პროგრესის განხილვის, საყურადღებო ასპექტების გაზიარების და ინტერვენციული ნაბიჯების შეთავაზების მიზნით;
** იყოს შუამავალი სკოლასთან და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დაწესებულებებთან;
** შეიმუშაოს და გადადგას პრევენციული ნაბიჯები აღსაზრდელთა ემოციური და სოციალური მხარდაჭერისთვის;
** კანონით და შიდა ორგანიზაციული პროცედურებით გათვალისწინებული ჩანაწერების, შეფასებების, ანგარიშგებების წარმოება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge

სავალდებულოა, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე