Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695945&print=yes&view=jobs
 
საწყობის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შპს PREMIX ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი და ჩვენთან გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ორიგინალი, მაღალი ხარისხის პროდუქტი.

შპს PREMIX-ის შექმნისას გვჯეროდა რომ — სანდოობა, საქმისადმი ერთგულება და ადამიანური დამოკიდებულება ნებისმიერი წარმატების საწყისია. ყველაფერი კი 2002 წლის 4 დეკემბერს დაიწყო. შპს PREMIX შეიქმნა იმ სურვილით, რომ საქართველოში იარსებებდა ადგილი, სადაც ხარისხიანი, ორიგინალი ავტონაწილები, სანდო ავტო სერვისი და ადამიანური დამოკიდებულება ერთ სივრცეში შეხვდებოდა ერთმანეთს.

შპს პრემიქსი აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი, ნიკეას #16n
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: 1200-1500 ლარამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა და დოკუმენტაციასთან შესაბამისობის გადამოწმება (ტიპი, რაოდენობა და მდგომარეობა).
** პროდუქციის განთავსება შესაბამის ადგილას საწყობის სქემის მიხედვით.
** პრობლემური ან დაზიანებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის.
** საწყობიდან გასული პროდუქციის პროგრამულად ასახვა.
** RS-ზე შესაბამისი ზედნადების ატვირთვა და მძღოლისთვის გადაცემა.
** შეკვეთების აგროვება შეკვეთის დოკუმენტის მიხედვით.
** პროდუქციის სწორად შეგროვება და გაგზავნისთვის მომზადება.
** მანქანებში ჩატვირთვა ან დისტრიბუტორისთვის გადაცემა.
** მონაწილეობა მარაგების რეგულარულ გადამოწმებასა და ინვენტარიზაციაში.
** აღრიცხვის სისტემაში ზუსტი მონაცემების შეყვანა.
** სასაწყობე სივრცის ოპტიმიზაცია
** სამუშაო ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.
** შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა საწყობის ნებისმიერ ოპერაციაში.
** ტექნიკისა და ხელსაწყოების (მაგ. როლიკები, სტელაჟები) გაფრთხილება და მოვლა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
** საწყობის მენეჯერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160

მოარგე პროფესია სწორ გზას — შემოუერთდი პრემიქსის გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია