Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695877&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ალტიდო
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
საბუღალტრო და აუდიტორული კომპანია შპს "ალტიდო" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

მთავარი ბუღალტრის უშუალო მოვალეობაა უხელმძღვანელოს ჯგუფში შემავალი კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვას და კოორდინაცია გაუწიოს მის დაქვემდებარებაში მყოფი ბუღალტრების მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

** ჯგუფში შემავალი ბუღალტრების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი.
** პირველადი დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი.
** შესაბამისი გატარებების შესრულება საბუღალტრო პროგრამაში.
** ყოველთვიური და ყოველწლიური წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეულად ცოდნა
** ACCA სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
** საოფისე პროგრამების სრულფასოვნად ცოდნა
** აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცოდნა
** "Oris ბუღალტერიაში", "FINA"-ში ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის დონე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და სწრაფი

საკონტაქტო ინფორმაცია - E-mail: info@altido.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია