Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=695875&print=yes&view=jobs
 
განვითარებისა და საერთ. ურთიერთობების სამსახ. კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განვითარებისა და საერთ. ურთიერთობების სამსახ. კოორდინატორი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
** სამუშაო განრიგი: 09:00/10:00-17:00/18:00 საათი
** შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** ბტუ-ის სტრატეგიულად პრიორიტეტულ მიმართულებებში ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მოძიება, თანამშრომლობის ინიციირება და განვითარება;
** საგრანტო შესაძლებლობების, საერთაშორისო პროგრამების, პროექტების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა აკადემიური/პროფესიული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და მიზნობრივი გავრცელება;
** ბტუ-ის სხვადასხვა ტიპის საპროექტო განაცხადების (საერთაშორისო და ადგილობრივი) მომზადება და ადმინისტრირება: პროექტის შესრულების შუალედური და დასკვნითი ანგარიშების მიღება, მომზადება, შემოწმება და შენახვა;
** ბტუ-ის პერსონალის, სტუდენტებისა და გარე ბენეფიციარების ჩართულობის ხელშეწყობა უნივერსიტეტის პროექტებსა და საერთაშორისო ინიციატივებში; ახალგაზრდა კადრების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და სხვა შესაბამის ინსტიტუციებთან საქმიანი და მდგრადი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს და უცხოეთის ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებაში ბტუ-ის პერსონალის, სტუდენტებისა და გარე ბენეფიციარების ჩართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი (პრიორიტეტი მიენიჭება სოციალური მეცნიერებების ბაკალავრს);
** ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ B2 დონე); სასურველია, მეორე ევროპული ენის ცოდნა;
** ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პერსონალის შერჩევის ეტაპებია:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 05 თებერვალი

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge

შენიშვნა:

- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
- პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია