Робота для біженців з України
საოპერაციო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: ავტოტექნო
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.

"ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე პროფესიონალებს!

პოზიციის დასახელება: საოპერაციო დირექტორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
ანაზღაურება: 7000 ლარი NET
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
გრაფიკი: ჰიბრიდული

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტირების დაფინანსებას;
** თანამშრომლის საპენსიოს შენატანის დაფარვას კომპანიის მხრიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების დაფინანსებას, მუდმივი განვითარებისთვის;
** მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ოპერაციული დეპარტამენტების საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი სტრატეგიულ და ოპერაციულ მიზნებთან შესაბამისობაში;
** დაქვემდებარებული გუნდების მართვა, მიზნების განსაზღვრა, პასუხისმგებლობების განაწილება და შედეგების შეფასება;
** სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და ოპერაციული/ტექნიკური რისკების იდენტიფიკაცია და მართვა;
• მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა ყველა ოპერაციულ მიმართულებაში;
• KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შესრულების ანალიზი, საჭირო გაუმჯობესებების ინიცირება;
** ტექნიკური ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია და ეფექტიანობის ზრდაზე მუშაობა;
** ტექნიკური და საოპერაციო დოკუმენტაციის მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მარაგების მართვისა და კონტროლის ზედამხედველობა (WMS), ოპტიმიზაციის ინიციატივების წარდგენა;
** შიდა და საერთაშორისო ლოგისტიკური პროცესების კონტროლი (ვადები, ხარჯები, რისკები);
** ოფისებისა და კომპანიის ობიექტების ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კოორდინაცია;
** ოპერაციული პროცესების ანალიზი და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება;
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა, ოპერაციული ხარჯების კონტროლი და ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესება;
** ხელმძღვანელობისთვის ოპერაციული რეპორტების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მენეჯმენტი ან მონათესავე მიმართულება);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსხვილი ოპერაციული სტრუქტურების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროცესების ოპტიმიზაციისა და KPI-ზე დაფუძნებული მართვის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებისა და ოპერაციული მართვის სისტემების ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული და სისტემური აზროვნება;
** ლიდერული უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

კონკურსის ეტაპები:

** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
** სატესტო კვირა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო დირექტორი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე