Робота для біженців з України
ბიზნესის მონიტორინგისა და განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის მონიტორინგისა და განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: C-Team Management Consulting
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია C-Team Management Consulting, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს ბიზნესის მონიტორინგისა და განვითარების მენეჯერს.

პარტნიორი კომპანია არის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო პროდუქციის რეალიზატორი საქართველოში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 3, 000 ₾ და 1, 000 ₾ საბონუსე კალათა

პოზიციის მიზანი:

** აკონტროლოს და გააუმჯობესოს კომპანიაში მიმდინარე პროცესები და უზრუნველყოს ცვლილებების დანერგვა;
** უზრუნველყოს კომპანიაში ორგანიზაციული და სტრატეგიული განვითარების პროცესის ეფექტიანი მართვა.

ფუნქციები:

** პროცესუალური რუკების შემუშავება, პროცესის თითოეული საფეხურის, პასუხისმგებელი პირებისა და კონტროლ პუნქტების განსაზღვრა;
** კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ანალიზი, მონიტორინგი, აღმოჩენილ ხარვეზებზე სათანადო რეაგირება;
** პროცესების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება და მათი დანერგვის კოორდინაცია;
** კომპანიის ახალი, ინოვაციური სტრატეგიული მიმართულებების განვითარება და გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება (იდეების გენერირებიდან პროექტის განხორციელებამდე);
** სტრატეგიული მიზნების ჩაშლა დაქვემდებარებულ ორგანიზაციულ ერთეულებამდე, წლიური სტრატეგიული მიზნების აღსრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება მმართველ გუნდთან;
** კომპანიის ორგანიზაციული და სტრატეგიული განვითარების შიდა პროექტების კოორდინაცია / მართვა;
** საკვანძო ინდიკატორების (KPI) სისტემის მართვა, განახლება და ანგარიშგება მმართველ გუნდთან.

ძირითადი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრაცია, მენეჯმენტი, ფინანსური მართვა, ეკონომიკა);
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი მსგავს პოზიციაზე;
** MC-Office-ის პროგრამების სიღრმისეული ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Visio და ა.შ);
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საბაზისო ცოდნა (Chat GPT, Copilot, Clode და ა.შ)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@c-team.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ბიზნესის მონიტორინგისა და განვითარების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე