|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ალკო აუთლეტი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია - "ალკო აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში, დიდუბეში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით თაროებზე განთავსება;
** თაროების რეგულარულად შევსება;
** ფასმაჩვენებლებისა და სხვადასხვა სარეკლამო მასალების სწორად განთავსება;
** პროგრამაში საჭირო გატარებების განხორციელება;
** სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
გრაფიკი: 10:00-20:00 (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვიდან; საშუალოდ 1500-1800 ლარი
კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: Alcooutlet@gmail.com. რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 15 თებერვლის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".
|
|
|
|