Робота для біженців з України
მარკეტინგის და PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის და PR მენეჯერი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სამედიცინო კომპანია შპს მედ-დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და პიარ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის PR სტრატეგიის დაგეგმვა;
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა;
** ბრენდის პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება/ ახალი პროდუქტების სტრატეგიაში მონაწილეობის მიღება;
** რეკლამისა და პრომოუშენის სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის მარკეტინგული და პრ მიზნების შემუშავება განხორციელება;
** მედიასთან ურთიერთობა;
** კომპანიის იმიჯის შექმნა;
** სოციალური მედია ჯგუფის მართვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მუშაობის გამოცდილება 5 - 10 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

რას გთავაზობთ კომპანია:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე : careers@med-diagnostics.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე