|
დასახელება:
მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-რაციონალი
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას მედიკამენტების რეგისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მედიკამენტების სარეგისტრაციო ფაილების მომზადება.
** სარეგისტრაციო დოსიეს და მედიკამენტების ინსტრუქციის შედგენა, ცვლილების განხორციელება არსებული საკანონმდებლო წესის შესაბამისად.
** მედიკამენტის რეგისტრაციისთვის საჭირო მეცნიერულ-ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურად, რუსულად ან/და ქართულად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექიმი, ფარმაცევტი);
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
** ტრანსპორტით მომსახურებას.
სამუშაო პირობები:
** ხუთ დღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათი-პარასკევი
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 -18:00 სთ
** სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით
** სამუშაო ადგილი - მის: ლილო, დ. კობახიძის 33ა, ყოფ. ჭირნახულის ქ. # 14
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/0b23b1808d9090a5d26fac8d7a9b2532
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.rational.ge
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|