|
დასახელება:
მაღაზიის სუპერვაიზერი
|
| მომწოდებელი:
რომპეტროლ საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
შპს. "რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბორჯომი, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
პოზიციის მიზანი:
მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტური მართვა, გაყიდვების პროცესის კონტროლი და გაყიდვების მიზნების მიღწევა, მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, გუნდში პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მაღაზიის ყოველდღიური საქმიანობის სრულყოფილი მართვა
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და კონტროლი
** მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა (მათ შორის Drive / სწრაფი მომსახურების ზონა, საჭიროების შემთხვევაში)
** თანამშრომელთა მართვა: საათების აღრიცხვა. შერჩევა, გადანაწილება, გრაფიკების შედგენა და მუშაობის კონტროლი
** სალარო ოპერაციების ზედამხედველობა და ფინანსური დისციპლინის დაცვა
** პროდუქციის მარაგების კონტროლი, პროდუქციის მიღება, შეკვეთების დაგეგმვა და ინვენტარიზაცია.
** ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქციის კონტროლი
** ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა
** მომხმარებელთა საჩივრებისა და უკუკავშირის ეფექტური მართვა
** გაყიდვების ზრდაზე და დამატებითი შემოსავლის გენერირებაზე ორიენტირებული ინიციატივების დანერგვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტის, რითეილის ან კვების ობიექტის მართვის გამოცდილება (სასურველია)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** სალარო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
თქვენ დაგხვდებათ:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული საერთაშორისო გარემო
** კონკურენტული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** დედაქალაქის სატრანსპორტო ბარათი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: apply@rompetrol.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).
"მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. შემდგომ ხდება ინფორმაციის დეპერსონალიზაცია.
იმ შემთხვევაში, თუ, ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com
|
|
|
|