Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Brosse Garden
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
სასტუმრო "Brosse Garden" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

** გრაფიკი: 24 საათიანი ცვლები, ყოველ მესამე დღე; (10საათიდან - 10 საათამდე)
** ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსები
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს 6/8

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და ნომრებში განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** სტუმართა რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და დადგენილი ფორმების შევსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
** ჰაუსქიფერებთან ინფორმაციის გაცვლა

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური/რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ტელ: +995 555 55 15 08 დავითი
ელფოსტა: lukovskidavit@gmail.com

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lukovskidavit@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე